ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება – ტუსკი

შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში იმყოფება — ამ განცხადებას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი  დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის  მოუწოდებს  ხელისუფლებას გაათავისუფლოს გიორგი რურუა და 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულოს.

“ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება. ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ”— წერს ტუსკი.

“მთავარი არხის” წილის მფლობელი გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა “სირცხვილიას” ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძება – პატიმრობა ძალაში დატოვა.