ელისაშვილმა, დოლიძემ, კობერიძემ და იოსელიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი  პოლიტიკური პლატფორმა შემოდის. პლატფორმის ფარგლებში მემორანდუმს  ხელი “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მოაწერეს. ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე თვლიან, რომ მათი გაერთიანების მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს. სამომავლოდ, ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.