“საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული უწყებების მიზანს”

საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს – გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის – ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე გაავრცელა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა მკვლელობა  რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა. განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. სწორედ აქ – გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები