მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებას მიაღწია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებას მიაღწია. შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევში, შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში, ელენე ხოშტარია კი ვაკეში. სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კენჭს ლევან ხაბეიშვილი იყრის, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია კი გლდანში იქნება წარმოდგენილი. ამ ინფომარციის თანახმად, ისნის რაიონში გამარჯვებისთვის  “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეც იბრძოლებს.

მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია თავად ოპოზიციონერ ლიდერებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. უკვე ცნობილია, რომ ხვალ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიები დასკვნით შეხვედრას გამართავენ და მისი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, საზოგადოებას მაჟორიტარების საბოლოო ვერსიას წარუდგენენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები