გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. “მთავარი არხის” ჟურნალისტი სუსში გუშინ დაიბარეს, თუმცა ნიკა გვარამიას მსგავსად ისიც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვს. გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მას შემდეგ დაიბარეს, რაც “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 12 ივნისს კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები