“ამ სახის ბრალდებები აბსურდი და სიცრუეა“- პესკოვი გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე

რუსეთის პრეზიდენტის  პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია – “ერთ რამეს გეტყვით, თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ინციდენტში ჩართული იყო. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ სახის ბრალდებები აბსურდი და სიცრუეა“ – განაცხადა პესკოვმა.