ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა

“მთავარი არხის”  გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა გვარამიამ სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. გამოკითხვა  ორი დღის წინ, ნიკა გვარამიას მიერ ჩატარებულ ბრიფინგს უკავშირდება, რომელზეც მან განაცხადა, რომ  კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები