ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულთა რაოდენობა 888 გახდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 888 შეადგინა. კიდევ ერთი პაცინეტი შეემატა იმ კოვიდ ინფიცირებულებს, რომელთა ინფიცირების წყაროც ამ დროისთვის უცნობია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

გასულ დღე-ღამეში კოვიდ ინფექცია ქვეყანაში კიდევ შვიდმა პაციენტმა დაამარცხა და კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი ამ დროისთვის 731-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 2710 პირი რჩება, ხოლო ექიმები 267ადამიანს აკვირდებიან.

კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები