„ოცნება“ სუსტი რეიტინგის და შიშის გამო არჩევნების თარიღის გადადებას ცდილობს – ოპოზიცია

ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს არჩევნები საკონსტიტუციო ვადაში ჩაატაროს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ “ქართულ ოცნებას” სუსტი რეიტინგის გამო არჩევნებში დამარცხების შიში აქვს, ამიტომ კორონავირუსის პანდემიის გამოყენებით თარიღის გადადებას ცდილობს.

ბრალდებებს უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ამბობენ, რომ გუნდში ამ საკითხზე ინტენსიური საუბრები არ მიმდინარეობს.