კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და კიდევ გამოჯანმრთელებული 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ კოვიდ 19-ი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაუდასტურდათ. ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი მძღოლია. მათ დღეს სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანენ. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი  20-ით გაიზარდა და 724 გახდა.  რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდენობა 2710-ია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.