“ეპიდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ნაცვლად, მთავრობა მის დასუსტებაზე მუშაობს”

“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს და აცხადებს,რომ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით უწყება სამედიცინო  სექტორის პროკურორი და მოსამართლე ხდება. საუბარია ჯანდაცვის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ჯანდაცვის სისტემაში ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო გააღრმავებს, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებების გაკორტებას და გაზრდის კორუფციის რისკებს მაკონტროლებელ ორგანოში. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეს არის 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელება და ნაცვლად ეპიდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა, მთავრობა მის დასუსტებაზე მუშაობს.