ტენდერის მოგებამდე 4 დღით ადრე დაფუძნებული კომპანიისთვის გადაცემული 120 ათასი ლარი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, “სადეზინფექციო სამსახურმა სანიტარმა”, რომელიც ტენდერის მოგებამდე  4 დღის ადრე დაფუძნდა,  სახელმწიფო უწყებები სადეზინფექციო საშუალებებით მოამარაგა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი- გიორგი ბიბილაშვილია, რომელიც  სახელმწიფო მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად მის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ყველა შემთხვევაში დაკვეთა გამარტივებული შესყიდვის გზით, უტენდეროდ მიიღო. კომპანიისთვის გადარიცხული მრავალიათასი ლარიდან თითქმის ნახევარი, 50 ათას ლარზე მეტი იუსტიციის სახლზე მოდის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები