“გვახსოვს, რა გააკეთეთ გასულ ზაფხულს”- 200 ლარიანი ჯარიმები სამშენებლო ღობეზე წარწერებისთვის

“გვახსოვს, რა გააკეთეთ გასულ ზაფხულს” – სამშენებლო ღობეზე გაკეთებული ამ წარწერის გამო მოძრაობა სირცხვილიას 5 აქტივისტი 200-200 ლარით დააჯარიმეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ  კანონი არ დაურღვევიათ, რადგან სამშენებლო ღობეზე წარწერის გაკეთება აკრძალული არ არის, თუმცა ადგილზე გამოძახებულმა მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტი მაინც იერსახის დამახინჯებად მიიჩნია.

პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაჯარიმების ფაქტს მორიგ უკანონო ქმედებად აფასებენ ოპოზიციაში. მთავრობის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მისთვის არასასრუველ ადამიანებს კვლავ იმავე მეთოდებით ებრძვის, როგორც ეს 20 ივნისის სისხლიან ღამეს იყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები