დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა – სასტუმროებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებს უფელბა მიეცათ ვიზიტორები მიიღონ, თუმცა ქვეყანაში არსებულ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, სასტუმროებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გაიარეს შემოწმება და მიიღეს სპეციალური ნებართვა. სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, შიდა ტურიზმის გახსნას კერძო სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.