„მეგონა, რომ ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“ – მადონამ კორონავირუსი გადაიტანა

რამდენიმე დღის წინ, პოპ-ვარსკლავმა მადონამ განაცხადა, რომ ტესტი გაიკეთა და მის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა. ამის საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავს covid-19 უკვე გადატანილი აქვს.

„დაახლოებით 7 კვირის წინ მე ავად ვიყავი და მეგონა, ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“, – განაცხადა არტისტმა.

სანამ პანდემიის გამო, ქვეყანაში რეგულაციები ამოქმედდებოდა, მადონა  მუსიკალური ტურნეს Madame X ფარგლებში საფრანგეთში იმყოფებოდა. ვარსკვლავი, სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდში დაინფიცირდა.