ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი, ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, დაუბრუნონ. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსთან წართმეული თავისუფლების დაბრუნების მოთხოვნით მიდის.

„ამასთან დაკავშირებით მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ასევე, კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

„ეს არ არის ჩემი ახირება, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ გაყალბდეს, ან გაყალბების რისკი შედარებით ნაკლები იყოს“,-განაცხადა დეპუტატმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები