“ხელისუფლება იძულებული გახდა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა”- ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ ოთხ მაისს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმის შესაბამისად, შიდა ეკონომიკის გახსნისათვის განსაზღვრული თარიღი ორი თვით, საზღვრების გახსნის თარიღი კი წლის ბოლოდან პირველ ივლისამდე გადმოწია.

მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს სოფლის ხელშეწყობას და აგროსექტორის განვითარებას. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, შეგვიძლია მთავრობა ვაიძულოთ, ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ თუ ხვალ მოვდუნდებით, ხელისუფლება იგივეს არ შეეცდება სხვადასხვა მიმართულებით, – ამბობს გიორგი ვაშაძე.