იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალს “ზაოდი” მიაწერეს

0
43

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს.  წარწერის ამსახველი ფოტო facebook-ზე გრავინა ინ პულიას მერმა, ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა. ალესიო ვალენტა  იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც ეს გააკეთა.

„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია, ესმით, რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა, რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება“, – წერს ალესიო ვალენტე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here