დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი აღმოაჩნდა – CNN

0
48

ამერიკის საზღვაო ძალების ერთ-ერთ წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დაინფიცირებულ საზღვაო ძალების წევრს, ახლო კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან.

„თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

თეთრი სახლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მაღალჩინოსნებს კორონავირუსზე ყოველკვირეული ტესტირება უტარდებათ. თეთრი სახლი აგრძელებს სწრაფი ტესტის გამოყენებას, რომელიც შედეგებს დაახლოებით 15 წუთში იძლევა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here